![6rmb3n5hwg46atl.png](/uploads_script3/news/6rmb3n5hwg46atl.png)
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღვინის ქარხანა #1-ის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. კომპანიის ადვოკატი არჩილ თაბაგარი ფიქრობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლო დამოუკიდებლობის გამოცდას გაივლის.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა ჩააბაროს მორიგი ტესტი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ სამართლებრივ ნონსენს ხვალ დაესმევა წერტილი და თბილისის სააპელაციო სასამართლო სიცრუეზე აგებულ სარჩელს ეტყვის უარს“-განაცხადა არჩილ თაბაგარმა.
“ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან მიმდინარეობს. ქონების უკან გიორგი მგალობლიშვილი ითხოვს, ის ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა, თუმცა დაკარგა. ღვინის ქარხანა ამ დრომდე დაყადაღებულია. მგალობლიშვილი ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორია. ღვინის ქარხანა #1-ში ვარაუდობენ, რომ ამ საქმით დაინტერესებული სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენია. მოსარჩელე მხარე სავანე ღვინის ქარხანაა, რომლის მთავარი აქციონერის ადვოკატი, ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილია.