სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა დღეს იწყება. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაცვისა და ბრალდების მხარეებმა გაასაჩივრეს.
ნიკა მელიას ადვოკატის თქმით მოსამართლემ უკანონო გადაწყეტილება მიიღო რადგან ბრალდების მხარემ ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება ვერ წარადგინა. საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში დამნაშავედ სცნო, ხოლო თვალთმაქცური გარიგებებით ქონების გადამალვის ნაწილში გაამართლა. მელიას 25 ათას ლარიანი ჯარმა დაეკისრა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვით აეკრძალა.