logo
ENG



სააპელაციომ ბაბაევის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება ნაწილობრივ შეცვალა

14 ივნ 202414:00
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტის იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო ხოლო ავტომანქანიდან ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩინა. მოსამართლე ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით პროკურატურას შეწყვეტილი გამოძიების განახლებისა და მისთვის ბრალის წაყენების საშუალება ეძლევა.

გორის სასამართლოს მოსამართლე დარბაიძემ უკანონოდ მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის მიერ ავტომობილისა და პირადი ჩხრეკა, ასევე, ტანსაცმლის ამოღება და ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლა.

"არ მეგონა, სააპელაციო სასამართლო ასეთი გავლენის ქვეშ თუ მოხვდებოდა. როგორც ჩანს მოხვდა გავლენის ქვეშ და დააკანონა ეს უკანონო ქმედება, რაც არის სირცხვილი. ვწუხვარ ასეთი გადაწყვეტილების გამო", - თქვა ბაბაებმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.


close დახურვა