არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის ელჩისა და გენერალური პროკურორის შეხვედრას აფასებენ - ისინი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელმა ორგანოებმა იმოქმედონ პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე.
ISFED-ში ამბობენ, რომ წარსული პრაქტიკა საარჩევნო დარღვევების გამოძიებისა საკმაოდ ბუნდოვანია და ფიქრობენ, რომ პროკურატურის როლი დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებში მნიშნელოვანია.
„გვახსოვს, რომ წარსულში არაერთ შემთხვევაში საარჩევნო დარღვევებზე საკმარისი რეაგირება არ ყოფილა. ია კერზაიას საქმე შემიძლია გავიხსენო - დეტალური გამოძიება ჩავატარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ანგარიშები იყო პროკურატურაში, ეს საქმე დაიხურა. ასევე, 600 ათასი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საქმე, როცა ვალები ჩამოეწერათ - გამოძიების შედეგები აქაც უცნობია. დამოუკიდებელმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იმოქმედონ პოლიტიკური კონიუქტურის გარეთ", - ამბობს მიხეილ ბენიძე.