მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის კოორდინატორები სიებით არიან მობილიზებულები და ამომრჩევლების უბნებზე შესვლას აკონტროლებენ.
ისინი თავადაც არ მალავენ, რომ ქართული ოცნების კოორდინატორები არიან.
ასეთი ადამიანები დგანან, მაგალითად, საჩხერის საარჩევნო ოლქის #6 და #36 საარჩევნო უბნების მიმდებარედ.
ზუგდიდის უბნების მიმდებარედ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მმართველი გუნდის კოორდინატორები ამომრჩევლებს ფულსაც აძლევენ.
კოორდინატორების მხრიდან ფულის დარიგების შემთხვევები იყო კრწანისის ოლქშიც.