logo
ENG



საახალწლო განათებების მონტაჟის გამო 5 დეკემბერს რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

04 დეკ 202212:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/ybicpjn8i9zisw0.jpg

თბილისის მერიის ცნობით,  საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 5 დეკემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.  მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით კი მოძრაობა ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით იქნება დასაშვები.

თბილისის მერია აცხადებს, რომ მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.


close დახურვა