ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 16 რესტორნისთვის დაწერილ 10 ათას ლარიან ჯარიმებს სადამსჯელო ოპერაციას უწოდებენ პარტიაში ლელო საქართველოსთვის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ის რესტორნები და კაფეები დააჯარიმა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში ისედაც უდიდესი დარტყმა მიიღეს.
„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ჯამში დაწერილი 160 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
„თვეების განმავლობაში რესტორნები იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ბევრი მათგანი დაიხურა, ბევრმა დამატებითი ვალდებულებები აიღო, რომ არ გაეთავისუფლებინა თანამშრომლები, მაგრამ ხელისუფლებამ მორიგი იერიში მიიტანა ბიზნესზე და განადგურების პირას მიიყვანა რესტორნები. 10 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება რესტორნისთვის ნიშნავს იმას, რომ ბევრი მათგანი უნდა დაიხუროს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.