logo
ENG



საბანკო ასოციაცია: ბანკებში ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია, რჩება გარკვეული შეფერხებები

29 აპრ 202121:43
3 წუთის საკითხავი
 
საბანკო ასოციაცია: ბანკებში ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია, რჩება გარკვეული შეფერხებები

საბანკო ტერმინალებისა და ბანკომატების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია, თუმცა რჩება გარკვეული სახის შეფერხებები. ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ ფორმულასთან ისაუბრა და თქვა, რომ პრობლემა, სრულყოფილად უახლოეს მომავალში მოგვარდება.

მანვე განმარტა, რომ შეფერხება გამოწვეული იყო საერთაშორისო მომწოდებლის მხრიდან, მათი მომსახურების შეზღუდვის გამო და, რომ ეს არ იყო ადგილობრივი პრობლემა.

მისივე თქმით, ეს, სავარაუდოდ, არ ეხებოდა მხოლოდ თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს, არამედ სხვა ბაკებსაც, თუმცა ჯერჯერობით, ზუსტი მიზეზი გაურკვეველია. 

"ძირითადად, ხშირად გამოყენებადი ბანკებიდან ყველას ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემა. საერთაშორისო ვენდორის მხრიდან იყო გარკვეულ სერვისებზე შეზღუდვა. 

რიგ ბანკებს სრულად ჰქონდათ შეზღუდვა, როგორც პოსტერმინალებზე, ასევე ბანკომატებზე, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ბანკომატში განაღდება შეიძლებოდა. ახლა, დგინდება, რომელ ბანკში რა პრობლემა იყო. რეალურად, ზუსტი პრობლემა იდენთიფიცირებული არაა, რადგან პასუხი არ გვაქვს საერთაშორისო ვენდორისგან", - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე. 

29 აპრილის საღამოს საათებში თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის ტერმინალებისა და ბანკომატების მუშაობა შეფერხდა. ამის შესახებ ფეისბუქზე მომხმარებლები წერდნენ, რომ ბარათით თანხას ვერ იხდიდნენ.  საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ცნობით, პრობლემა დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 19 საათის შემდეგ დაფიქსირდა.


close დახურვა