logo
ENG



საბანკო ასოციაცია: საბანკო სისტემა განუხრელად იცავდა და დაიცავს დაწესებულ სანქციებს

17 სექ 202413:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/n8hay5hkgz51aos.jpeg

საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა წარსულშიც იცავდა და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო სანქციებს.

"საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს", - აღნიშნავენ ასოციაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.


close დახურვა