logo
ENG



საბერძნეთი მიგრანტებისთის ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

03 მარ 202016:23
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთის ხელისუფლება მიგრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას უარყოფს. თურქეთის ლიდერის თქმით, ბერძენმა სამხედროებმა ორი მიგრანტი მოკლეს, მესამე კი დაჭრეს. ათენში ამტკიცებენ, რომ მესაზღვრეებს არავისთვის უსვრიათ და ანკარას განზრახ დეზინფორმაციაში ადანაშაულებენ.

პარალელურად, მედიით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს საბერძნეთის სანაპირო დაცვა მიგრანტების ნავის შეჩერებას და ზღვაში ისვრის.

მას შემდეგ, რაც თურქეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ მიგრანტებს საზღვრები გაუხსნა, ევროპაში გადასვლას ათასობით ადამიანი ცდილობს. 

 


close დახურვა