logo
ENG



საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა დაადასტურა

12 ოქტ 201916:30
3 წუთის საკითხავი
 
sfzfn17zag7w9hl.jpg

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია დაადასტურა. ბერძნულმა სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს მიიღო - ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კიევის მიტროპოლიტმა გაავრცელა. 

ცნობილია, რომ სინოდის სხდომაზე საბერძნეთის ეკლესიის პატრიარქმა, არქიეპისკოპოსმა იერონიმმა წარადგინა პრეზენტაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემის შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.


close დახურვა