საბერძნეთის სანაპიროსთან კანადურ ვერტმფრენზე მყოფი ერთ-ერთი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჯასტინ ტრუდომ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საბერძნეთის სანაპიროსთან კანადის სამხედრო ვერტმფრენსა და მისი ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. "ციკლონის" ტიპის ვერტმფრენი კუნძულ საკონტროლო საჰაერო სივრცეს გაცდა და გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ დანარჩენ ხუთ ჯარისკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.