logo
ENG



საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია

08 მარ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 
tplfnl7s263mi7g.jpg
საბერძნეთისა და თურქეთის საზრვარზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. სოციალურ ქსელებში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელზეც ჩანს, როგორ ისვრის ბერძენი მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან სირიელი ლტოლვილების მიმართულებით. გასულ ღამეს ლტოლვილებმა კიდევ ერთხელ სცადეს საბერძნეთის საზღვრის გადალახვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მესაზღვრეებმა ლტოლვილების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.
საბერძნეთის პრემიერი კი თურქეთს საზღვრის გახსნის გამო ევროკავშირთან დადებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ანკარა ლტოლვილებს პოლიტიკურ პაიკებად იყენებს. 

close დახურვა