logo
ENG



საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

04 ნოე 202321:50
3 წუთის საკითხავი
clock 913
2023/11/04/nb05zovr2rit9w6.jpg

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საცხოვრებელი სახლები გაქურდეს - ნაძარცვი ნივთების საერთო ღირებულება 50 000 ევროზე მეტია. დაკავებულების სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ძვირადღირებულები ნივთები, მობილური ტელეფონები, იარაღი, ასევე სპეციალური ხელსაწყოები კარების გასაღებად.

პოლიციის ცნობით, ბოლო ქურდობა მათ 24 ოქტომბერს ჩაიდინეს - ბრალდებულები გვიან ღამით შეიჭრნენ დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში და დიდი ოდენობით თანხა, სხვადასხვა ნივთები და პასპორტები მოიპარეს.


close დახურვა