გუშინ, 19 სექტემბერს, საბერძნეთის იონიის კუნძულებსა და დასავლეთ პელოპონესში ქარიშხლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულია 1 ქალი. მას ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიამ დააზიანა გზები და სამედიცინო ცენტრები. დაიტბორა 5 000-მდე სახლი.
შტორმი იანოსის სახელით არის ცნობილი. მას 2017 წელს 25 ადამიანი შეიწირა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.