logo
ENG



საბურთალოზე, სავარაუდოდ, ყველა პარტია თავის კანდიდატს დააყენებს - უგულავა

21 ივლ 202021:08
3 წუთის საკითხავი
clock 3823
ne9j3k3y190b1gt.jpg

გიგი უგულავას განცხადებით, საბურთალოს ოლქში, დიდი ალბათობით, ყველა ოპოზიციურ პარტიას ეყოლება წარმომადგენელი.

„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის თქმით, ამ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება.

„არა მგონია, სერგეენკო ცვლილებების ფაქტორი იყოს. საბურთალოზე ყველა პარტია დააყენებს კანდიდატს ან ინდივიდუალურად დაუჭერენ ერთმანეთს მხარს. საბურთალო განწირულია მეორე ტურისთვის განსხვავებით ვაკისგან, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ელენე ხოშტარია მოიგებს", - ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, კანდიდატად კენჭის ყრის შესახებ პირადად მას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, თუმცა კონკრეტულ ოლქზე შეთანხმება პარტიაში არ არსებობს. 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ჯერ არაა გადაწყვეტილი, რომელ ოლქში დადგება ის მაჟორიტარობის კანდიდატად.

„ჯერ ჩემი გეგმები არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათ დავდგები რეგიონში. ამის გადაწყვეტილება მიღებული მაქვს", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

საერთო ოპოზიციური კანდიდატების სია თბილისში ასე გამოიყურება: 

ისანი — გიორგი ვაშაძე;

სამგორი — ლევან ხაბეიშვილი

გლდანი — ნიკა მელია;

ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი;

მთაწმინდა-კრწანისი — შალვა შავგულიძე;

ვაკე — ელენე ხოშტარია.

საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები 20 ივლისს საზოგადოებას მმართველმა ძალამაც წარუდგინა.

თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების სია იხილეთ აქ.

რეგიონებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების სია - ბმული.


close დახურვა