logo
ENG



საბურთალოს და სამგორის ნაწილს წყალი მთელი დღით შეუწყდება - GWP

01 თებ 202408:09
3 წუთის საკითხავი
clock 1317
2024/02/01/bd5or4pv6m2j80s.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, კომპანია სამგორის რაიონში, კაიროს ქ. N42-თან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ლორთქიფანიძის (კაიროს) N 79-101 (კენტებს) , ნატო გიორგაძის, ნინო თოიძის, აზა ადამიას, ელენე მეტრეველის ქუჩებს.

GWP-ს ცნობით, ამავე მიზეზით, წყალმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონის ნაწილს. კომპანია საბურთალოს რაიონში, ეგრისის ქ. N32-თან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ერაძის, ეგრისის,ნიჟარაძის, სიხარულის, ჯაფარიძის, გელოვანის, კარბელაშვილების ქუჩებს და დიღომი 8-ს მთლიანად.

 


close დახურვა