რატომ შევიდა საგადასახადო სამსახური კრიტიკული ტელევიზიის სარეკლამო სახლსა და რეიტინგის მთვლელში სწორედ ახლა? - ტელეკომპანია მთავარის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არხიც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ხელისუფლების საპასუხო განცხადებები, რომ ეს გეგმიური შემოწმებაა და მარტო მთავარს არ ეხება, დამაჯერებელი მხოლოდ ოცნებისთვის აღმოჩნდა.