logo
ENG



საგამოძიებო: დავაკავეთ ექთანი, რომელმაც 150 ლარის სანაცვლოდ, აცრის ყალბი ბარათი დაამზადა

05 აპრ 202210:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/8myfy4bfg4kqb8y.jpg
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს ორი პირი, მათ შორის ექთანი, რომელსაც 150 ლარის სანაცვლოდ, აცრის ყალბი ბარათის დამზადება ედება ბრალად. 

საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, თბილისში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, კიდევ ერთ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის პროცედურის გარეშე დაამზადა Pfizer-ის ვაქცინით აცრის ყალბი ბარათი.

გამოძიების ინფორმაციითვე, ბრალდებულებმა, ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


close დახურვა