logo
ENG



საგამოძიებო: დაკავებულმა 13 წლის გოგოს შანტაჟის გზით გაშიშვლება აიძულა

12 ივნ 202411:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/12/raa6gvmpj5u5ubu.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 19 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის გოგოს შანტაჟსა და დაშინების გზით, გაშიშვლება აიძულა.

კერძოდ, დაკავებულმა სოციალური ქსელში, ვიდეოზარების საშუალებით 13 წლის გოგოს გაშიშვლება აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.

გარდა ამისა, 19 წლის კაცმა მამინაცვალსა და დაზარალებულის 17 წლის დას ზემოხსენებული ვიდეომასალა გაუგზავნა და ამ უკანასკნელსაც იმავე სახის მოთხოვნები წაუყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ ქსელში ინტიმური მასალების გამოქვეყნებით დაიმუქრა.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დედის მიმართვის შემდეგ დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულს თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა