logo
ENG



საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით

21 აპრ 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

რატომ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები ბიზნეს ცენტრ ატრიუმში განთავსებულ ოფისებში დაგვიანებით? პოლიციაში შესული შეტყობინებიდან მხოლოდ 5 საათის შემდეგ მივიდა ადგილზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი. ანტიკორუფციული მოძრაობა გამოთქვამს ეჭვს, რომ ხელისუფლებამ ოფისებს სავარაუდო ქოლ-ცენტრების კვალის გასაქრობად დრო მისცა.

სწორედ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დარეკა სამართალდამცველებთან. მანამდე მთელი დღე ადგილზე შაბათის ფორმულა მუშაობდა. პოლიციას ბიზნესცენტრში ნაქირავებ ოფისებში საეჭვო საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ქოლ-ცენტრების თემასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ ახსენეს ბიძინა ვანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები არალეგალური ბიზნესის ერთ-ერთ მფარველად არაფორმალური მმართველის კლანს მოიხსენიებენ.


close დახურვა