logo
ENG



საგამოძიებომ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

01 მაი 202411:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/v0a5ngzxmo7zg6r.png

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყება აცხადებს, რომ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

"2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია", - აცხადებს უწყება. 


close დახურვა