logo
ENG



საგანგებო: ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას ამინდი ართულებს

21 აგვ 202218:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/21/dgc7t6qeb7d54jk.png

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას ამინდი ართულებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულია 3 ვერტმფრენი და 250 მეხანძრე-მაშველი.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი, რომლებიც ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ასევე, გაზრდილია მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდე. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად", - თქვა მან.


close დახურვა