საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა.
მთამსვლელთა თქმით, თავს კარგად გრძნობენ, არ სჭირდებათ მაშველების დახმარება და დამოუკიდებლად მიდიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.
6 უცხოელი ტურისტს სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დახმარება 12 აგვისტოს დასჭირდა. ერთი მათგანი ნაპრალში ჩავარდა და დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა მესტიაში გადაასვენეს. ტერიტორიიდან გამოიყვანეს ჯგუფის კიდევ 2 წევრი.