logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ხალხმრავლობა თბილისშიც შეინიშნება

30 მარ 202018:51
3 წუთის საკითხავი
 

იმის მიუხედავად, რომ ეპიდსიტუაცია საქართველოში სულ უფრო რთულდება, თბილისის მაცხოვრებლები სახლიდან გამოსვლას მაინც არ ერიდებიან.

ხალხმრავლობაა ბაზრობებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვეული საცობები ქუჩებში აღარ შეინიშნება, თუმცა გზებზე მაინც ბევრ ავტომობილს შეხვდებით.

ამასთან, ხალხის დიდი ნაკადი შეინიშნებოდა ე.წ. ნავთლუღის ბაზრობაზე. არ იყო დაცული რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. მოქალაქეები მათ შორის არც 2-მეტრიან სოციალურ დისტანციას იცავდნენ. მოვაჭრეები ამბობენ, ბაზარი დღეს გაიხსნა. მათივე თქმით, იძულებული არიან, რომ სამუშაოდ გამოვლინდნენ.

„ფორმულას“ გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიებზე მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მუდმივად მოუწოდებენ.


close დახურვა