ტარიფი 50 ლარი - ამ ფასად ყიდულობს ქართული ოცნება რეგიონებში კატეგორიას, რომელიც თბილისში აქციაზე ჩამოჰყავს. 14 ოქტომბერს ოპოზიციაზე გაბრაზებული ხელისუფლება ხვალ თავადაც გამართავს მიტინგს. პარტია, რომელმაც პირველ ტურში დიდი ქალაქები წააგო, ახლა ამ გზით ცდილობს სიძლიერე აჩვენოს.
დიდი ფული, საჯარო მოხელეები - სიპებსა და აიპებში გაფორმებული ხალხი, ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები, მთელი ადმინისტრაციული რესურსი - ამ ბერკეტებით ხელისუფლებას ხალხს თბილისის ცენტრში კრებს.