logo
ENG



საგარეო: ანკარაში საელჩოში, სტამბოლში საკონსულოში ჩვენს მოქალაქეებზე შეტყობინება არ შესულა

06 თებ 202312:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/w49j439gkohvek2.jpg
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას განუცხადა, რომ "ანკარაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ამ დროისთვის არანაირი შეტყობინება არ შესულა."
 
"საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან." - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. გამოცხადდა "მე-4 დონის განგაში", რომელიც საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.

რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპიკაჰრამანმარასიჰატაიოსმანიეადიამანიმალატიაშანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.

"გადამარჩინეთ" - ამ წარწერით თურქეთში ქალმა ნანგრევებიდან ფოტო გაავრცელა. მომხმარებელმა დახმარება Twitter-ის იმ პოსტის კომენტარებში ითხოვა, სადაც თურქი მომღერალი მიწისძვრის შესახებ წერს.


close დახურვა