logo
ENG



საგარეო: დიპლომატებს რეკომენდაცია მივეცით, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახი გამოიყვანონ

22 თებ 202210:29
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: დიპლომატებს რეკომენდაცია მივეცით, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახი გამოიყვანონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართველ დიპლომატებს რეკომენდაცია მისცეს, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრები გამოიყვანონ კიევიდან. 

"უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.

21 თებერვალსვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

 

 

 


close დახურვა