logo
ENG



საგარეო: შეშფოთებულნი ვართ, მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს

24 თებ 202213:44
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: შეშფოთებულნი ვართ, მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ძირს უთხრის.

"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


close დახურვა