logo
ENG



საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში მიემგზავრება

02 თებ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. დავით ზალკალიანი ვაშინგტონს 4-7 თებერვალს ესტუმრება. ის მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში, ასევე შეხვდება ექსპერტულ წრეებსაც.

აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა.

"მიემგზავრება რამდენიმე დღეში და იქ იგეგმება კონფერენცია. მინისტრი ამერიკელი კოლეგიის მიერაა მიწვეული და შეხვდება როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს", - განმარტა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. 


close დახურვა