გუშინ, 15 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოფელ წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას დაესწრო.
"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს მაქვს ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მინდა მივულოცო კომპანიის დამფუძნებლებს წარმატებული ბიზნეს პროექტის განხორციელება, მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სამინისტრომ შეძლო ამ მნიშვნელოვან პროცესში თავისი წვლილის შეტანა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შეუქცევადი ევროინტეგრაციის გზაზე განსკუთებით მნიშვნელოვანია თითოეული ქართული ახალი პროდუქცია, რომელიც შედის ევროპულ ბაზარზე , რაც ძალიან გვეხმარება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში და ამ პროცესში თქვენს კომპანიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - თქვა მინისტრმა.
რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.