logo
ENG



საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

24 თებ 202213:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/j5quuo4ycx7pzq5.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს თხოვს გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. 

"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში.

24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით." - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს საელჩო, კიევი:

  • +380 (63) 376 77 68
  •  +380 (44) 590 69 50
  • +380 (93) 544 01 47

 გენერალური საკონსულო, ოდესა:

  • + 380 (63) 176 75 55
  • +380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:

  • +995 (32) 2 94 50 50

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა