საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციები მისცა. ღვთისიაშვილის თქმით, მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რისკ-ჯგუფის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
„საქართველოს საელჩოებს აქვთ დავალებული, მუდმივ რეჟიმში ითანამშრომლონ დაფარვის ქვეყნის მქონე მთავრობებთან, რადგან მუდმივად მოგვაწოდონ ინფორმაცია თუ რა ვითარებაა კორონავირუსთან დაკავშირებით აღნიშნულ ქვეყნებში და ასევე, ეს ქვეყნები პრევენციისთვის რა ზომებს ღებულობენ.
კიდევ რთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავო იმ ქვეყნებში წასვლისგან, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის დაფიქსირების მაღალი ხარისხია. ეს ქვეყნებია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და იაპონია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები ვინც ამ ქვეყნებში იმყოფებიან, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მოთხოვნებს“, - აცხადებს ღვთისიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში - ინფორმაცია რამდენიმე წუთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, შემთხვევა ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გუშინ გვიან ღამით დადასტურდა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ინფიცირებული საქართველოში იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე კვლევა უტარდება კიდევ 4 პირს და ის არ გამორიცხავს, რომ ინფიცირება მათ შემთხვევაშიც დადასტურდეს.