logo
ENG



საგარეო უწყების თქმით, ზურაბიშვილის ვიზიტების ორგანიზებაში საელჩოები ჩართულნი არ არიან

31 აგვ 202316:07
3 წუთის საკითხავი
clock 1257
2023/08/31/ocnvhsti0xe8w7x.jpeg

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების ორგანიზებაში საელჩოები ჩართულნი არ არიან.

"გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული ვიზიტები არ ხორციელდება მთავრობასთან კოორდინაციით , საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ არ არიან ჩართულნი ვიზიტების საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებში", - განუცხადეს ფორმულას.

მთავრობის უარის მიუხედავად დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა. იგი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი "უხეშად არღვევს" კონსტიტუციას, რასაც "შესაბამისი რეაგირება სჭირდება".


close დახურვა