logo
ENG



საგარეოს თანამშრომლის თქმით, სტატიებში განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის გაათავისუფლეს

25 მარ 202117:21
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი ფანიაშვილი ამბობს, რომ სტატიების გამო, სადაც პირად აზრსაც გამოთქვამდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

ის ფორმულასთან ყვება, რომ ელჩმა ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს.

ფანიაშვილის თქმით, სტატიებში არაეთიკური არაფერი ყოფილა, უბრალოდ თავის "ზომიერად განსხვავებულ აზრს" გამოთქვამდა.

"ამ სტატიებში კრიტიკული, ანტისახელმწიფოებრივი, ამორალური, უკანონო და არაერთიკური არაფერი ყოფილა, ეს იყო სუფთა საინფორმაციო, ანალიტიკური სტატიები, რომლის მიზანიც იყო, რაღაც წრებში გამოეწვია გარკვეული დისკუსია საგარეო პოლიტიკის თემატიკასთან დაკავშირებით, ეს იყო ზომიერად განსხვავებული აზრი, რასაც მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, მკაფიო გაფრთხილება ელჩის მხრიდან, რომ ეს იყო ძალიან არასასურველი და ეს გამოიწვევდა გარკვეულ უარყოფით შედეგებს ჩემს სამსახურებრივ კარიერასთან დაკავშირებით, რასაც მოგვიანებით უკვე მოჰყვა უსაფუძვლო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. რახან ვერ გამათავისუფლეს ადმინისტრაციული, დისციპლინური წარმოებით, გამათავისუფლეს უკვე რეორგანიზაციით", - ამბობს ფანიაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ფანიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ჯერჯერობით, ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.


close დახურვა