logo
ENG



საგარეჯოში დაჭრილი ერთ-ერთი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

20 იან 202315:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/54kz8pm2kexre7x.png

ჯეოჰოსპიტალსიდან საგარეჯოში დაჭრილი ერთ-ერთი პაციენტი გაწერეს.

მკურნალობას აგრძელებს 4 დაშავებული, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა