საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. პარტიის ინფორმაციით, ჩამტვრეულია შენობის მინები, განადგურებულია ტექნიკა და ავეჯი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს შურისძიებაა და ოფისი ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა, ხელისუფლების ხელშეწყობით დაარბიეს.
მათი თქმით, გუშინ, 14 მარტს ალტ-ინფოს საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ითხოვდნენ.
ამ წუთებში სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.