logo
ENG



საგენგებო: ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 8 კერა

06 იან 202122:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/06/qjgwiixidn3oxq3.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 8 კერაა დარჩენილი, მათგან 1 უკვე ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

მათი ინფორმაციით: 

  • შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან;
  • რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება;
  • იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში. ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები;
  • აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება;
  • სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში, აბაშაში, სოფელ წყემში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.

საგანგებო კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.


close დახურვა