logo
ENG



სად არის კიმ ჩენ ინი - დასავლური მედია ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის გარდაცვალებაზე საუბრობს

26 აპრ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

ჩრდილო კორეის ლიდერი ორი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. მსოფლიო მედიის ნაწილი კიმ ჩენ ინის გარდაცვალების, ნაწილი კი მისი კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ერთ-ერთი ვერსიით, კორონავირუსის საფრთხის გამო ჩრდილო კორეის ლიდერმა ფხენიანი დატოვა და საკურორტო ქალაქ ვონსანში იმყოფება. გავრცელდა თანამგზავრით გადაღებული ფოტოებიც, რომელზეც ქალაქის სადგურში გაჩერებული მატარებელია ასახული. ის სავარაუდოდ სწორედ კიმ ჩენ ინს ეკუთვნის.

სპეკულაციები ჩრდილო კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს თავისი ბაბუის კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო. 


close დახურვა