ოლიგარქის სოფელში, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებისგან დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული. როგორც წესი, ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან მიახლოება და ადგილობრივებთან გასაუბრება მკაცრად კონტროლდება, თუმცა ის ვითარება, რაც ახლა შაბათის ფორმულას გადამღებ ჯგუფს ადგილზე დახვდა, ამ წესებისგანაც კი რადიკალურად განსხვავებულია. პოლიცია, უშიშროება, დაცვის სამსახური - სპეციალური რაზმები, არა მხოლოდ ოლიგარქის სახლის მიმდებარე ტერიტორიას, არაედ მთელი სოფლის სრულ პერიმეტრს აკონტროლებენ და მედიას, ხალხთან მიახლოების საშუალებასაც კი არ აძლევენ. ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განაჩენს სრულ იზოლაციაში, დაცვის უპრეცედენტო ზომებით ელოდება, თუმცა ვერც ერთი ეს უწყება, ოლიგარქს ევროპული ვერდიქტისგან, ვერ დაიცავს. ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო.
სად არის ოლიგარქი - შაბათის ფორმულა
17 დეკ 202220:20
3 წუთის საკითხავი