აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალური დოკუმენტი ჩაბარდება, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
"მას აზერბაიჯანულ ენაზე ჩაბარდა ემიგრაციის დეპარტამენტის უარი. ველოდებით, რომ ჩვენც მოგვაწოდებენ ქართულ დასაბუთებულ ვარიანტს თუ რა გახდა უარის მიზეზი. ამის შემდეგ ვაპირებთ, საქალაქო სასამართლოს მივმართოთ სარჩელით და გავასაჩივროთ მიგრაციის დეპარტამენტის უარი საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით"- ამბობს ადვოკატი.