logo
ENG



საელჩო: პატივს ვცემთ პრესის წევრებს, ვინც ზეწოლის მიუხედავად მუშაობენ საზოგადოებისთვის

03 მაი 202310:44
3 წუთის საკითხავი
 
საელჩო: პატივს ვცემთ პრესის წევრებს, ვინც ზეწოლის მიუხედავად მუშაობენ საზოგადოებისთვის

აშშ-ის საელჩო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებაში პატივისცემას გამოხატავს საქართველოში პრესის იმ წევრების მიმართ, რომლებიც მათზე ძალადობის, მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლის მიუხედავად საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ. 

აშშ-ის საელჩოს თქმით, მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა "თავდასხმაა თავად დემოკრატიაზე".

"პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია "ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად.

შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე" - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.


close დახურვა