საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს, რომ კუნძულ კრეტაზე, ერთერთ ციხეში საქართველოს ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქე მოკლა.
საელჩოს ინფორმაციით, თანამესაკნეებმა იკამათეს, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საელჩოს ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს გარდაცვლილის ოჯახს.