საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა ხელისუფლების მიმართ სულ უფრო მწვავე ხდება. უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოთქვამს.
თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლეციანმა და კლოდ კერნმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათი შეფასებით, პარლამენტმა ისეთი კანდიდატებიც დანიშნა, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ.
„სექტემბერში ჩვენი ვიზიტის დროს გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გაუმჭვირვალე და არასრულყოფილი შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. გამოვთქვით მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებს შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობის დამტკიცებით, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, - წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის განცხადებაში.