იმყოფებოდა კაცი 14 დღის განმავლობაში, რადგან მისი ცხედარი, ხეზე ჩამოკიდებული, მხოლოდ მე-15 დღეს იპოვეს - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც კაცს მაშველები, ოჯახი, მეგობრები, სპეცტექნიკისა და დრონების დახმარებითაც კი განუწყვეტლივ ეძებდნენ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილი ცხედრის პოვნამდე 24 საათით ადრე დადგა. ამ დასკვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას თვითმკვლელობის კვალიფიკაციის შეცვლა და სავარაუდო გატაცების ვერსიაზე მუშაობის დაწყება არც კი უფიქრია, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ რუსიამ სახლში დარეკა და თქვა, რომ პოლიციას ჩაბარდებოდა - დღეს, შაბათის ფორმულას რეპორტაჟში ნახავთ მტკიცებულებებს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ოჯახის ეჭვებს, რომ ცხედარი მუხათგვერდის სასაფლაოსთან, ხეზე, სავარაუდო გამტაცებლებმა, რუსიას მკვლელობის შემდეგ ჩამოკიდეს.
საეჭვო თვითმკვლელობა - შაბათის ფორმულა
11 ნოე 202320:38
3 წუთის საკითხავი