logo
ENG



საეჭვო ტენდერი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ

19 ივლ 202320:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიის საეჭვო შესყიდვის საკითხი საქართველოს ფარგლებს გასცდა. ტენდერი, რომელსაც ფორმულამ არაერთი რეპორტაჟი მიუძღვნა, ახლა დანიური მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. საუბარია ავტობუსებზე, რომელიც კალაძის გადაწყვეტილებით შეიძინეს. ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სახსრებით არის ნაყიდი. როგორ იხარჯება დონორების ფული? დანიური მედია წერს, რომ საჭიროა ევროკავშირის ფინანსური რესურსის კონტროლი. საქმე ისაა, რომ თბილისისგან განსხვავებით ავტობუსები სხვა ქვეყნების დედაქალაქებმა გაცილებით იაფად შეიძინეს. 


close დახურვა