logo
ENG



სავარაუდო გამოძალვის ფაქტი და დაკავებულის სასამართლო პროცესი

31 მარ 202220:03
3 წუთის საკითხავი
 

ციხის გამო შეცვლილი ხელისუფლება 2012 წელს, - ეს სიტყვები ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულმა სასამართლო პროცესზე თქვა. ალექსანდრე არჩვაძე 9 თვეა, წინასწარ პატიმრობაშია, დაცვის მხარე ირწმუნება, რომ საქმე შეკერილია, პატიმარი კი დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. არჩვაძე გახმაურებული საქმის 25-დან ერთ-ერთი დაკავებულია. ლაპარაკია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა. გამოძიების ვერსიით, კრიმინალები მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ ე.წ. ქუჩური გარჩევის გზით.


close დახურვა