მამა სატენდერო კომისიაშია - შვილი ტენდერს იგებს. ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო, აქედან სამ მილიონამდე ახალციხის მერიიდან. კომპანია ელ ეს ჯორჯია ახალციხის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის კომპანიაა.