საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს. ისინი მოქმედი რეჟიმის მიხედვით იმუშავებენ.
"უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი - ეს არის 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე", - განაცხადა საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
მანამდე, მთავრობამ 4-11 მაისი უქმედ გამოაცხადა. რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - სრულად ნახეთ აქ.