logo
ENG



რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - სრულად

26 აპრ 202117:19
3 წუთის საკითხავი
 
რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - სრულად

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება. 

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.

გარდა ამისა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში შეიზღუდება სასაფლაოზე გასვლა და ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.

რაც შეეხება უშუალოდ აღდგომის ღამეს და ლიტურგიას, აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება. 

მანამდე, მთავრობამ 4-11 მაისი უქმედ გამოაცხადა. 


close დახურვა